სასამართლო

სასამართლომ ვიდეოჩანაწერების საქმეზე განცხადება გაავრცელა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამეგრელოში აღმოჩენელი სამალავების საქმეში წამებასა და თავსიფულების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული 9 პიროვნების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, სასამართლო პროცესის დახურვა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა. ამის მიზეზი კი პროცესის მონაწილეთა პირადი საიდუმლოებების დაცვა იყო. 

განცხადებაში სასამართლო განმარტავს, რომ აღმკვეთი ღონისძიების სახით შერჩეულ იქნა თავისუფლების აღკვეთა, რადგან მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით ბრალდებულებს შეიძლება თავი აერიდებინათ პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოცხადებისთვის. 

"აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ: ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, რისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხანგრძლივი ვადით, შესაბამისად, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით შესაძლოა ბრალდებულებმა თავი აარიდონ პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოცხადებას. სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული, ასევე ბრალად შერაცხული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების მაღალი ხარისხი და მიიჩნია, რომ ბრალდებულების თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რაც ხელს შეუშლის საქმეზე  ჭეშმარიტების დადგენას," ნათქვამია განცხადებაში. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 აგვისტოს, 12 საათზე გაიმარტება. 

კომენტარები