ვიდეოჩანაწერები

ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულების პროცესი დახურულია

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. 

მოსამართლე ზვიად ესებუამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებას დახურულ პროცესზე შეუფარდებენ.

როგორც პროკურორმა განაცხადა, საქმე ღირსების შემლახველ მოქმედებებს შეიცავს, მათ შორის - გაუპატიურებას და, დაზარალებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, სხდომა სრულად უნდა დაიხუროს.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარის არცერთი ადვოკატი და არც ბრალდებულები არ დაეთანხმნენ.

დღევანდელ პროცესზე, პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. 

დაკავებულ პირებს ბრალი წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით აქვთ წაყენებული. 

ერთ-ერთი დაკავებული, რომელმაც გუშინ მოდულის შენობაში თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში იმყოფება და, შესაბამისად, პროცესზე ვერ გამოცხადდა,  

შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორის არის პირი, რომელიც ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას.

კომენტარები