თბილისის მერი

უგულავას მორიგი სასამართლო პროცესი 3 ივლისისთვის ჩაინიშნა

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

საქალაქო სასამართლოში, თბილისის მერის, გიგი უგულავას მორიგი სასამართლო პროცესი 3 ივლისისთვის ჩაინიშნა. თავდაპირველად პროცესის თარიღად 27 ივნისი დასახელდა, თუმცა, იმ მოტივით, რომ ქალაქის მერი 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მივლინებით საზღვარგარეთ მიემგზავრება, 3 ივლისისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის მერს, გიგი უგულავას იმედისა და თბილსერვისჯგუფის ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა ბრალი

კომენტარები