ქართველი სამხედროები

დაღუპული სამხედროების ოჯახები ყოველთვიურად 1000 ლარს მიიღებენ

mod.gov.ge

საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, სამხედრო მოქმედებებში დაღუპული სამხედროების ოჯახები ყოველთვიურად 1000 ლარს მიღებენ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა საგანგებო მიმართვაში განაცხადა.

ირაკლი ალასანიას თქმით, ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად - დაიწყება 2014 და დასრულდება 2015 წელს.

ამასთან, ცვლილება შედის კანონში სამხედრო მოსამსახურის შესახებ. თავდაცვის მინისტრის ცნობით, ამიერიდან, საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი, 15 ათასი ლარის ნაცვლად, ერთჯერადი დახმარების სახით 100 ათას ლარს მიიღებს.

"საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდნენ ის გმირები, ვინც ჩვენს სამშობლოს ბოლომდე უერთგულა", - აცხადებს ალასანია.

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი და ზურაბ გურგენაშვილი, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

გიორგი ადამოვი გორის სასაფლაოზე, ბორის ცუგოშვილი სოფელ ორთაშენში, ხოლო ზურაბ გურგენაშვილი სოფელ კარალეთში დაკრძალეს. 

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონია დღეს ასევე გაიმართა: მარტყოფში, ენისელში, ძეგვში და რუსთავში. 
ენისელში დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. 

კომენტარები