სასჯელაღსრულების სამინისტრო

სუბარი: მადლობა თქვან, რომ ვანო მერაბიშვილთან რუკა არ შევიდა

სოზარ სუბარი

მადლობა თქვან, რომ ვანო მერაბიშვილთან რუკა არ შევიდა, ასეთ შემთხვევაში მასაც და ციხის თანამშრომელსაც სამ-სამი წელი დაემატებოდათ, - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილთან შეტანილი წიგნებიდან ის გვერდები ამოხიეს, სადაც რაიმე ტიპის რუკა იყო დაბეჭდილი. 

"კანონი უნდა იყოს უზენაესი და არ ხდებოდეს ისეთი უცნაური რაღაცეები, როგორიც არის სასჯელის მომატება სანთებელისთვის, რისთვისაც შეეძლოთ 3 წელი დაემატებინათ პატიმრისთვის. ამ ბოლო დროს სასაცილოდ გამხდარი თემა - რუკა, რომელიც არ შეიტანეს ვანო მერაბიშვილთან, გადავამოწმე და მართალი აღმოჩნდა, რუკის შეტანა ნაციონალებს აქვთ აკრძალული, მათ მიერ მიღებული კანონით და თანამშრომელმა, რომელიც ძველ რეჟიმშიც მუშაობდა, რუკა ამოხია ვანო მერაბიშვილის წიგნში, რადგან იცოდა, რომ შეტანა ისჯებოდა და ვანოსაც და მასაც 3-3 წელი დაემატებოდათ. მადლობა თქვან, რომ ეს რუკა მერაბიშვილთან არ შევიდა, თუმცა მსგავსი არაადამიანური პირობები სასჯელაღსრულების სისტემაში გამოსწორდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები