ISAF-ის მისია

აპატურაი: ქართველი სამხედროები არიან იქ, სადაც ყველაზე რთული სამუშაოა გასაკეთებელი

ჯეიმს აპატურაი
www.nato.int

საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში 2014 წელს შეწყდება - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, მოამბესთან საუბარში განაცხადა.

"მინდა გითხრათ, რომ 2014 წელს, ISAF-ის ოპერაცია ნამდვილად დასრულდება. საბრძოლო მოქმედებები შეწყდება 2014 წლის 31 დეკემბერს. მანამდე, ეტაპობრივად მოხდება გამოსვლა. ქართველი სამხედროები არიან დღესღეობით იქ, სადაც ყველაზე რთული სამუშაოა გასაკეთებელი, ძალიან მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ. ალიანსში ამ წვლილისთვის და თავდადებისთვის მადლობელი ვართ. ეს არის დემონსტრაცია იმის, რომ საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფოების მხარდამხარ დგას და ყველაზე დიდი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. ძალიან სამწუხაროა, რომ გვაქვს დანაკლისი. იმავე დღეებში დანაკლისი ჰქონდათ მაგალითად, კანადელებსაც. ახალი მისია ავღანეთში არ იქნება საბრძოლო, რაც ჯარისკაცებისთვის რისკს შეამცირებს, თუმცა როდესაც ავღანეთში მსახურობ, ძნელია რისკი და საფრთხე ბოლომზე გამოირიცხოს," -განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები