ISAF-ის მისია

გიგი უგულავა: სამძიმარს ვუცხადებ სრულიად საქართველოს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის მერი, გიგი უგულავა, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი ტრაგედია უდიდესი განსაცდელია თითოეული ქართველისთვის. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული ვაჟკაცების ოჯახის წევრებს, თანამებრძოლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს", - აღნიშნულია გიგი უგულავას განცხადებაში.

შეგახსენებთ, 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, თვითმკვლელი ტერორისტის თავდახმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, დაჭრილია ცხრა ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

გარდაცვლილები არიან: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი და პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი.

 

კომენტარები