ISAF-ის მისია

ირაკლი ალასანია ავღანეთში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას და მოინახულებს დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს.

როგორც ცნობილია, ირაკლი ალასანია უკვე შეხვდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ბისმელა მოჰამადს, რომელმაც მწუხარება გამოთქვა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ქართველი სამხედროების თავდადებისათვის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.  

შეგახსენებთ, 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის თავდახმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, დაჭრილია ცხრა ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

გარდაცვლილები არიან: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი და პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი.

კომენტარები