NATO შეშფოთებით ადევნებს თვალს უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე დაკავებებს, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თავდაცვის მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტის კითხვა ოპოზიციის ლიდერის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას შეეხებოდა.
"ჩვენ მეტად შეშფოთებულნი ვადევნებთ თვალს ამ მოვლენებს. ცხადია, არ ჩავერევით საქართველოს სასამართლო პროცესში. დღევანდელ შეხვედრაზე მეც და მინისტრებმაც ცხადად ვთქვით, რომ ხელისუფლებამ ყოველ მიზეზგარეშე უნდა უზრუნველყოს სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა. ჩვენ ცხადვყავით, რომ პოლიტიკური დევნის აღქმაც კი უნდა გამოირიცხოს და მოველით, რომ საქართველო ფუნდამენტურ პრინციპების უზრუნველყოფას შეძლებს," განაცხადა რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს თბილისში ვიზიტით მყოფმა ჩრდილოატალანტიკური ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატუარაიმ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ მაპის განხილვამდე საქართველომ მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერებთან დაკავშირებულ წუხილებს უნდა გასცეს პასუხი.





