მოსამართლეთა კონფერენცია

ნორლანდი: როდესაც ყოფილი პრემიერი საპატიმროშია, მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა

georgia.usembassy.gov

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, 9 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევა, საქართველოში სასამართლო სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვან შესაძლებობას წარმოადგენს.

"ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფა, რომ არ მოხდეს არჩევნების პროცესში გარეშე თუ შიდა ჩარევა, ხოლო მოსამართლეებს სრული დამოუკიდებლობა ჰქონდეთ, მიიღონ გადაწყვეტილება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, როგორიც არის ყოფილი პრემიერი, იმყოფება საპატიმროში. სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა უნდა იყოს აღქმული საზოგადოების მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პროცესი წარიმართოს სათანადო პროცედურების სრულ თანხვედრაში და შესაბამისად", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 

უზენაეს სასამართლოში კოტე კუბლაშვილისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ელჩებს, მოსამართლეთა კონფერენციის დეტალებს აცნობს.

"მაინტერესებს მათი შეხედულებები და კითხვები, რადგან ისინი ყოველთვის ძალიან კარგად არიან გარკვეული იმ საკითხებში, რომელიც დღეს აწუხებს მართლმსაჯულებას. იმ რთულ პირობებში, არჩევნებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ელჩები ყოველთვის ჩვენს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ, ჩვენ გვერდში იდგნენ და მათ მინდა კიდევ ერთხელ გავაცნო ჩვენი დღევანდელი სიტუაცია და ის მნიშვნელობა, რაც აქვს 9 ივნისს დაგეგმილ არჩევნებს", - განაცხადა კუბლაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე. 

კომენტარები