მოსამართლეთა კონფერენცია

წულუკიანი მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს უცნაურს უწოდებს

თეა წულუკიანის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლეთა კონფერენციის არჩევნებს აფასებს. წულუკიანი მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს უცნაურს უწოდებს და პარლამენტს მიუკერძოებელი ექვსი წევრის არჩევისკენ მოუწოდებს.

"მე შემიძლია ამ არჩევნებს ვუწოდო თავისუფლად ჩატარებული არჩევნები, რადგან მოსამართლეებმა მართალია მიიღეს უცნაური გადაწყვეტილებები, მაგრამ მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ კარგია. ახლა ეს გადაწყვეტილებები საჭიროებს შემოწმდეს პრაქტიკაში, რომ ჩვენ ყველამ დავინახოთ, თუ რამდენად დამოუკიდებელი და თავისუფალი საქმიანობა შეუძლიათ მათ, ვინც აირჩიეს. მე მინდა მივმართო პარლამენტს, გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მოსამართლეებმა გუშინ აჩვენეს, ახლა პარლამენტზე არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დამოუკიდებელ, კომპეტენტურ და მიუკერძოებელ ექვს წევრს აირჩევენ საკანონმდებლო ორგანოში", - აცხადებს წულუკიანი.

მინისტრი ასევე გაოცებულია იმითაც, რომ „ყველაზე ოდიოზური ფიგურა პირველსავე ტურში უპრობლემოდ იქნა არჩეული“.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 მოსამართლე, რომელთაგან შვიდი 2013 წლის 9 ივნისს აირჩიეს, ერთმა მოსამართლემ კი საბჭოში პოსტი შეინარჩუნა. დანარჩენ ექვს წევრს პარლამენტი ამტკიცებს.

კომენტარები