ოკუპირებული რეგიონები

შსს დიპლომატებს საოკუპაციო ხაზის ტერიტორიაზე ჩასვლას სთავაზობს

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასვლას სთავაზობს.

ამის შესახებ საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტისა და დიპლომატების შეხვედრაზე დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა განაცხადა. 

სუჯაშვილის თქმით, ანალიტიკური დეპარტამენტი დღევანდელ შეხვედრაზე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტოტრიაზე არსებული ვითარების შესახებ, დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციას მიაწვდის. ხოლო, თავის მხრივ, დიპლომატები ინფორმაციას მიაწვდიან თავიანთ სახელმწიფოებს აღნიშნული საკითხის თაობაზე. 

კომენტარები