საპარლამენტო უმცირესობა

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გიგი წერეთელი ვანო მერაბიშვილს მოინახულებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად მივიდა.  

წერეთელმა განმარტა, რომ მერაბიშვილთან შეხვედრის უფლება მან პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მიიღო.

"პარლამენტის წევრებს კანონმდებლობით აქვთ უფლება,  მოინახულონ საპატიმრო დაწესებულებები, სწორედ აღნიშნული უფლების გამოყენების და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მოვინახულებ მერაბიშვილს, გავეცნობი იმ პირობებს, რომელშიც იგი იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასევე ვისაუბრებ სხვადასხვა საკითხებზე. ვერ ვიტყვი, რომ ძირითადი საუბრის თემა საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, თუმცა მის მოსაზრებებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გაგაცნობთ", - განაცხადა  წერეთელმა.

კომენტარები