ტრანსფერი

აგენტი: ლევანდოვსკი ბაიერნში გადავა

რობერტ ლევანდოვსკი
skysports.com

რობერტ ლევანდოვსკის აგენტის განცხადებით, დორტმუნდის ბორუსიის თავდამსხმელი მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტს გააფორმებს. ცნობას ამის შესახებ Sky Sports ავრცელებს.

ორშაბათს, პოლონურ სატელევიზიო არხ TVN24-ში სტუმრობისას, ცეზარი კუჩარსკის ჰკითხეს - გადავა თუ არა ლევანდოვსკი მიუნხენში, რაზეც აგენტმა უპასუხა: "დიახ, რობერტი ამ ზაფხულს შეუერთდება ბაიერნს".

"არანაირი აზრი აქვს იმის უარყოფას, რომ ის ბაიერნში გადავა. რობერტს სურს გუნდის დატოვება და ეს ასე მოხდება.

დროის ამბავია. შეთანხმება შეიძლება ამ კვირაში ან 2-3 კვირის განმავლობაში გაფორმდეს. ჩვენ ველით სიგნალებს კლუბიდან, ვმუშაობთ ამ საქმეზე".

ლევანდოვსკიმ წლეულს ბუნდესლიგაში 31 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ბომბარდირებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლონელი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებდა კარიერას, მაგრამ, როგორც ჩანს, თავდამსხმელისთვის ბრძოლა ბაიერნმა მოიგო.

 

კომენტარები