აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
"ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. აზერბაიჯანს და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს. დღეს ეს ურთიერთობები დინამიკურად და ყველა მხრივ განვითარებულიადა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია", - ნათქვამია ალიევის მილოცვაში.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)