საპრეზიდენტო არჩევნები

ნაციონალურმა მოძრაობამ შესაძლოა პრაიმერი აღარ ჩაატაროს

ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერის გზით სავარაუდოდ, აღარ გამოავლენს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობისთვის „ძალიან რთული იქნება“ პარლამენტში ძველი რეჟიმით მუშაობის გაგრძელება.

„გვსურდა, რომ პრაიმერი ჩაგვეტარებინა და მეტნაკლებად კანდიდატებიც შერჩეული იყო. თუმცა, ალბათ, ეს შეიცვლება. არსებობს ტრადიციული მეთოდოლოგია -  კონსესუსის წესით კანდიდატის შერჩევა, გამოკვლევების საფუძველზე და ა.შ.", - განაცხადა წერეთელმა. 

კომენტარები