დაკავება

სასამართლომ ვანო მერაბიშვილს პატიმრობა, ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლო
courts.ge

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს განაჩენი გამოუტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა. მოსამართლეს არ გამოუცხადებია რომელ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ ბრალდებულებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც გირაოს სრულად გადაიხდის.

კომენტარები