დაკავება

ზაქარეიშვილი: ხალხი ერთმანეთს ულოცავს მერაბიშვილის დაკავებას, რაც საშინელი ფაქტია

ტაბულა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საშინელი ფაქტია, რომ საზოგადოება ერთმანეთს ვანო მერაბიშვილის დაკავებას ულოცავს.


"სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში იმაზე დიდი აღტაცება მოჰყვა დღევანდელ დაკავებას, ვიდრე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო. ხალხი ერთმანეთს ულოცავს, რაც საშინელი ფაქტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მერაბიშვილმა იმდენად დიდი სიძულვილი დათესა საზოგადოებაში, რომ ხალხი მტკიცებულებების წარმოდგენასაც აღარ ელოდება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები