18 მაისის აქცია

კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს

@rocko88 / Instagram

კანცელარიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. მისი მონაწილეები ტრანსფარანტებით გუშინ, 17 მაისს, მომხდარ ძალადობას აპროტესტებენ. იქვე იმყოფებიან პარალელური აქციის მონაწილეები, რომლებიც „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის" შეწყვეტას მოითხოვენ.

ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, აქცია მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ორ ჯგუფს შორის პოლიციის კორდონია გაკეთებული. პერიოდულად, ძალადობის მოწინააღმდეგე აციის მონაწილეებს კორდონის მიღმა შეკრებილი ადამიანები უყვირიან. ერთ-ერთი ასეთი მამაკაცი პოლიციამ გაიყვანა.

18 მაისის აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა მას შემდეგ, რაც 17 მაისს მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია ძალადობრივი მეთოდებით ჩაშალეს.

 

კომენტარები