საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრვი დევნა დაიწყო

საქართველოს რკინიგზის ყოფილი დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას წინააღდმეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვა ედება. ეზუგბაია მიმალვაში იმყოფება და მასზე ძებნა გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ასევე, შპს "საქართველოს რკინიგზისთვის" 65 მილიონიანი ზიანის მიყენების ბრალდებით დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს "ვაგონმშენებელი კომპანიის" დამფუძნებელი ბადრი წილოსანი, გენერაური დირექტორი ირაკლი თოდუა, დირექტორები მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე.

"გამოძიებით დადგინდა, რომ "საქართველოს რკინიგზასა" და "ვაგონმშენებელ კომპანიას" შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა 5 ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ 1 სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა, 39 ათასი დოლარი დააფიქსირა. რეალურად კი ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო. ამ ქმედებით, დაკავებულებმა შპს "საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიაყენეს," განაცხადა ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა. 

კომენტარები