საქართველოს პარლამენტი

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტის განხილვის დასრულება ვერ მოესწრო

parliament.ge

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დასრულება ვერც დღევანდელ სესიაზე მოესწრო. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობით განახლდება პარლამენტის ხვალინდელი სხდომა, რომელიც 12:00 საათისთვის დაინიშნა.

პარლამენტი ამ დროისთვის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" პაკეტის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს იხილავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების წესის დარღვევისთვის 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის შემოღებას ითვალისწინებს. საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე საზღვრის გადაკვეთისთვის ჯარიმის შეერბილებას სთხოვს. უმცირესობის მთავარი მოთხოვნაა, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთა ნებისმიერ ადგილზე თანაბარ დანაშაულად იყოს განხილული. 

კომენტარები