დევიდ ბექჰემი

ბექჰემმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა

დევიდ ბექჰემი
bbc.co.uk

პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა, სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო ფრანს პრესი იტყობინება. ფეხბურთელმა თავის ამჟამინდელ კლუბს, უმაღლეს დონეზე ფეხბურთის თამაშის საშუალების მიცემისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ "კარიერის დასრულების დრო დადგა".

დევიდ ბექჰემი პსშ-ში გასულ ზამთარს გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში, ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგის და საფრანგეთის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექჰემის კარიერა მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 1992 წელს დაიწყო. მანჩესტერულ კლუბში ინგლისელმა 12 სეზონი გაატარა, შემდეგ მადრიდის რეალში გადავიდა, ხოლო 2007 წელს ოკეანის მიღმა, ლოს ანჯელეს გელექსის რიგებში ჩაირიცხა.ამ ხნის განმავლობაში, არაერთი ინდივიდუალური ჯილდოს გარდა, ფეხბურთელმა ინგლისის (6), ესპანეთის და საფრანგეთის ჩემპიონატების მოგება შეძლო. ბექჰემს 1998-99 სეზონში, მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც აქვს მოპოვებული.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, დევიდ მექჰემს 115 მატჩი აქვს ჩატარებული. ეროვნული გუნდის რიგები ფეხბურთელმა 2009 წელს დატოვა.

 

კომენტარები