დევიდ ბექჰემი

დევიდ ბექჰემი PEAKY BLINDERS-თან ერთად ტანსაცმლის ახალ ხაზს შექმნის

დევიდ ბექჰემი სერიალ Peaky Blinders-თან ერთად ტანსაცმლის ახალ ხაზს შექმნის.

Peaky Blinders ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული სერიალია, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ, ტომი შელბის როლს კილიან მერფი ასრულებს.

დევიდ ბექჰემის ბრენდი Kent&Curwen სერიალთან ითანამშრომლებს და მისგან შთაგონებულ ტანსაცმელს შექმნის - კოსტუმებს, პალტოებს, სვიტერებს და რა თქმა უნდა ბრტყელ ქუდებს.

ბექჰემმა ამის შესახებ The Guardian-თან ისაუბრა.

"მე სერიალის დიდი ფანი ვარ, ჩვენი ბრენდი კი ყოველთვის მნიშვნელოვნად ზრუნავდა ჩაცმულობაზე. ბავშვობიდან მეხურა ბრტყელი ქუდები, ახლა მას ბრუკლინიც [შვილი] ხმარობს", - თქვა ბექჰემმა.

Kent&Curwen 1926 წელს შეიქმნა, 2015 წელს კი ის დევიდ ბექჰემმა შეიძინა.

ჯერჯერობით უცნობია როდის გამოვა Peaky Blinders-თან კოლაბორაციით შექმნილი ტანსაცმლის ახალი ხაზი.

კომენტარები