ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბეკჰემმა, თავისი სავაჭრო ბრენდი David Beckham რუსეთში დაარეგისტრირა.
სავაჭრო ნიშან David Beckham-ის გამოყენებით, რუსეთში შესაძლოა სპორტული, ახალშობილებისთვის განკუთვნილი, საყოფაცხოვრებო საქონელი გაიყიდოს, მათ შორის ფარდები, ახალშობილის საფენები, ხელსახოცები, ცხვირსახოცები, კოღოს საწინააღმდეგო ბადეები, ტომრები, თეთრეული, სამზარეულოს პირსახოცები და მრავალი სხვა.
ყოფილმა ნახევარმცველის კომპანიამ DB Ventures-მა სავაჭრო სახელის რეგისტრაციისთვის რუსეთის საპატენტო ორგანიზაცია Роспатент-ს მიმართა და შესაბამისი საბუთები წარადგინა.
უწყების ინფორმაციით DB Ventures-მა განაცხადი 2024 წლის 21 ივნისს შეიტანა, ხოლო დადებითი პასუხი მიმდინარე წლის 7 თებერვალს მიიღო.
გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს ბეკჰემის კიდევ ერთი სავაჭრო ნიშანი David Beckham bodywear, რომელიც ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ქუდებსა და საცვლებს ყიდის.
2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბეკჰემების ოჯახი აქტიურად მხარს უჭერდა უკრაინას. მაგალითისთვის 2022 წლის მარტში მან საკუთარი Instagram-ის ანგარიში, ომზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხარკოველ ექიმ ირინას დროებით გადასცა.