ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის განხილვაზე რეგისტრირებული უფრო მეტი პარლამენტარი აღმოჩნდა, ვიდრე დარბაზში მყოფი პარლამენტარების რაოდენობა. პარლამენტარებს გოჩა ენუქიძეს, გურამ მისაბიშვილს და იაშა შერვაშიძეს რეგისტრაციის პროცედურა გავლილი ჰქონდათ, თუმცა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც მანდატურის სამსახურმა რეგისტრირებული პარლამენტარების სია ამოკითხვით გადაამოწმა. გადამოწმება უმცირესობის წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურს და საპროცედურო საკითხთა კომიეტს ამ დეპუტატების საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება დაავალა.





