17 მაისის აქცია

ჩუგოშვილი: 17 მაისს სახელმწიფომ უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს

საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი სასტუმრო რედისონში ორგანიზაცია იდენტობისა და LGBT ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. ჟურნალისტებთან საუბრისას ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა 17 მაისს უსაფრთხოება უზრუნველყოს და იმედი გამოთქვა, რომ სწორედ ასეც იქნება. 

"ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია ყველა პირს აძლევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ეს 17 მაისს ორივე ჯგუფს ეხება. მთავარია, ყველაფერი კანონით დადგენილ ფარგლებში მოექცეს და არ მოხდეს ძალადობა. სახელმწიფოს არ აქვს უფლება ვინმეს აუკრძალოს აქციის გამართვა. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს უსაფრთხოება", - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქცია იგეგმება. 

კომენტარები