პრესკონფერენცია

ივანიშვილი ნაცმოძრაობაზე: შალვა ნათელაშვილს ემსგავსებიან მთლიანად

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა რესტორან La Truffe-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
"რესტორანში რაღაც ჩხუბი მოხდა, პოლიცია იძიებს და ნახეთ ნაციონალური მოძრაობის წევრების გამონათქვამები. ყველანი უკვე პოლიტიკურ დევნად თვლიან ამ პროცესს, როდესაც რესტორანში ქეიფობდნენ და იქ ვიღაც ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც მე ვიცი, თუმცა მე არაფერს არ ვამტკიცებ. ნახეთ ლიდერები, მათი განცხადებები, მაშინვე რომ პოლიტიკური იარლიყი მიაკერეს ამასაც. ასეთი გამონათქვამებით ისინი არათუ საკუთარ პარტიას უკეთებენ დევალვაციას, თითოეული მათი წევრი უკეთებს დევალვირებას საკუთარ პიროვნებას. ფასი აღარ აქვთ მათ ნათქვამებს, შალვა ნათელაშვილს ემსგავსებიან მთლიანად, მათი ლიდერიც და მათი წევრებიც", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმინისტრის აზრით, თუ ნაციონალური მოძრაობა ვერ მოახერხებს კონსტრუქციულ ოპოზიციონერობას, მაინც არ არსებობს საფრთხე, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა.
"მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ გვაქვს დაცული ამის თადარიგი დიდი ხნით ადრე და კოალიციაში არსებობს რამდენიმე პარტია. თუ გარე ძალა არ იქნება, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი პროცესი განვითარდება, პარტიები გაიშლებიან და თვითონ მოახერხებენ ოპონირებას ერთმანეთში. სხვა გარე ძალას, საუბედუროდ, მე ვერ ვხედავ, თუმცა ამის დიდი სურვილი გამაჩნია", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები