პრესკონფერენცია

ივანიშვილი: პოლიტიკა ჩემს ხასიათთან თანხვედრაში არ მოდის

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლიტიკა მის ხასიათთან თანხვედრაში არ მოდის. 

"საერთოდ, პოლიტიკა ჩემს ხასიათთან არ მოდის თანხვედრაში მაინც და მაინც, რამეთუ პოლიტიკოსი ვალდებული ხარ წინასწარ ძალიან ბევრი დაპირება გაავრცელო. კიდევ არის რამდენიმე რამ, მაგრამ მგონი წარმატებულად დავძლიე და არ მემჩნევა, რომ რამეს ვერ ვახერხებ", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

ივანიშვილის თქმით, ის არ აპირებს ხაზი გაუსვას მის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ გაცხადებებს და "საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვიოს".

"მე ერთს ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მე ვარ ჩემი სამშობლოს სამსახურში, დავრჩები მანამ, სანამ საჭირო ვიქნები და თუ წავალ, დავდგები უფრო რთულ ადგილზე და უარს არ ვიტყვი სამშობლოს სამსახურზე", - განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

შეგახსენებთ, ამ წუთებში პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში ჟურნალისტებს ხვდება. 

კომენტარები