ფარული ჩანაწერები

უსუფაშვილი: ინტერნეტის რეგულირებით პრობლემა ვერ მოგვარდება

ტაბულა

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­იჩ­ნევს, რომ ინ­ტერ­ნე­ტის კონ­ტრო­ლი­თა და წი­ნას­წა­რი ცენ­ზუ­რით ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ვერ მოგ­ვარ­დე­ბა - ამის შე­სა­ხებ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა 8 მა­ისს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაც­ხა­და.

"ეს არის შე­უძ­ლე­ბე­ლი დღე­ვან­დელ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, ასე­თი რამ ვერ მოხ­დე­ბა. ჩე­მი აზ­რით, ცო­ტა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და წა­ვი­დეს მსჯე­ლო­ბა და ამ ტი­პის ქმე­დე­ბის ჩამ­დე­ნი თუ შემ­ქმნე­ლი, გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი, ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნ­და და­წეს­დეს", - მი­იჩ­ნევს უსუ­ფაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, შე­საც­ვლე­ლია შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც, თუმ­ცა სა­ჭი­როა ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის ზნე­ობ­რივ და მო­რა­ლურ დო­ნე­ზე გა­თა­ვი­სე­ბა:

"კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ისეა ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, რომ ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვის მქო­ნე ოპე­რა­ტი­ულ მუ­შაკს თუ გა­მომ­ძი­ე­ბელს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლაფ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ვი­ღეთ და სწრა­ფა­დაა გა­სას­წო­რე­ბე­ლი. მაგ­რამ არის მე­ო­რე ფუნ­და­მენ­ტუ­რი ამ­ბა­ვი: რო­გორ ფიქ­რობთ, დღემ­დე მკვლე­ლო­ბა რა­ტომ არ ჩაგ­ვი­დე­ნია აქ მსხდო­მებს? სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სზე ხომ არ ვფიქ­რობთ, რო­დე­საც ვინ­მეს არ ვკლავთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ ზნე­ო­ბის და მო­რა­ლის დო­ნე­ზე გვაქვს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი. თუ ეს მო­რა­ლურ, ზნე­ობ­რივ დო­ნე­ზე არ იქ­ნა დაგ­მო­ბი­ლი, მა­ნამ­დე პრობ­ლე­მას ვერ მო­ვუვ­ლით ... ამი­ტომ ის, რაც ხდე­ბა, იქ­ნებ იყოს გა­მოფ­ხიზ­ლე­ბაც და რა­ღაც სხვა ტი­პის კამ­პა­ნი­ე­ბიც ჩა­ვა­ტა­როთ იმის­თვის, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა. ინ­ტერ­ნე­ტის რე­გუ­ლი­რე­ბით, რა­ღა­ცე­ბის აკ­რძალ­ვით და წი­ნას­წა­რი ცენ­ზუ­რით, ცხა­დია, პრობ­ლე­მა ვერ მოგ­ვარ­დე­ბა", - აც­ხა­დებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

კომენტარები