კრიმინალი

გიგა ნასარიძეს ქუჩაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

დღეს, 24 აპრილს, დღის 3 საათისთვის ფალიაშვილის ქუჩაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი ხედვა - საქართველოს თავმჯდომარე გიგა ნასარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტაბულასთან საუბრისას ნასარიძემ აღნიშნა, რომ ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილმა ადამიანმა გინება დაუწყო, შემდეგ კი ხელი დაარტყა. მისი თქმით, იქვე მდგომმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ინციდენტი შეამჩნიეს, თუმცა მხოლოდ მისი ხმაურიანი რეაქციის შემდეგ გამოეხმაურნენ. 

"მოძალადე არ დაუკავებიათ, მას მიმალვის საშუალება მისცეს", - განაცხადა ნასარიძემ. 

ნასარიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც - მაიკო კვარაცხელია. 

"შორიახლო მდგომმა პატრულმა ჩემს ყვირილზე იკადრა გამოხმაურება, ოღონდ, მიმალვის საშუალება მისცა, თვითონაც გაქრა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა არასწორად დაყენებული მანქანის დასაჯარიმებლად მომადგა უკან... მერე მე ჩემებური წიოკი გავუშვი... რატომ გაუშვი-თქო, დავაწყნარე და გავუშვიო... კიდევ იმას სჭირდებოდა დამშვიდება?! პატრული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრად გადაქცეულა თურმე!..", - წერს facebook-ზე მაიკო კვარაცხელია.

 

 

კომენტარები