პრემიერის გამოსვლა

გიორგი გაბაშვილი: ივანიშვილმა ყველა ის საკითხი გაატარა, სადაც ეთნოწმენდა და პუტინი იყო ნახსენები

 

„ყველგან, როდესაც ეთნიკური წმენდა იყო ნახსენები და ამაზე პუტინის პასუხისმგებლობა, ივანიშვილმა გაატარა ეს საკითხი. ვერ ახსენა პუტინის გვარი და ამის მაგივრად შიდა კრიტიკას, სააკაშვილის კრიტიკას მიჰყო ხელი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში განაცხადა.

გაბაშვილის თქმით, მხოლოდ ევროსაბჭოს 5 რეზოლუცია აქვს მიღებული, სადაც კონკრეტული შეფასებებია მოყვანილი რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. შიდა კრიტიკის ნაცვლად, პარლამენტარის თქმით, ევროპელი კოლეგები ელოდებოდნენ, რომ პრემიერი ახსენებდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც ევროსაბჭოს რეზოლუციებში იყო.

კომენტარები