პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მანანა მანჯგალაძე: პრემიერის განცხადება, პრეზიდენტისა და რუსთავი 2-ის კავშირზე, სიცრუეა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია რუსთავის 2-ის კავშირის შესახებ. როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან მიხეილ სააკაშვილს "ათქმევინა, რომ რუსთავი 2 მისი ტელეკომპანიაა".

აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გაააკეთა და აღნიშნულს სიცრუე უწოდა.

"დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს, როგორც იცით, გამოსვლა ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე. მისი დასრულების შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს, აღიაროს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 მისია და თითქოს პრეზიდენტი თავად დაჰპირდა, რომ ამას საჯაროდ გააკეთებდა. ასეთ საუბარს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ადგილი არ ჰქონია. ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არის ტყუილი და სიცრუე, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

კომენტარები