სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშები

ლერი ხაბელოვი: სოჭის ოლიმპიადას პრემიერი ივანიშვილი სტუმრის სტატუსით დაესწრება

www.geonoc.org.ge

2014 წლის სოჭის ოლიმპიადას სტუმრის რანგში საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ИТАР-ТАСС-ი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუშინ, 2 მაისს, ლერი ხაბელოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ
"წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პრემიერმინისტრი თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება" და არ გამორიცხა, რომ ივანიშვილი ოლიმპიადის დახურვასაც დაესწროს.
შეგახსენებთ, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტმა, გუშინ, 2 მაისს, მიიღო. ოლიმპიური კომიტეტის ოფის­ში ჩა­ტა­რე­ბულ რიგ­გა­რე­შე სე­სი­ა­ზე, ხმის უფ­ლე­ბის მქო­ნე დე­ლე­გა­ტებ­მა არ­ჩე­ვა­ნი ერ­თსუ­ლოვ­ნად და­ა­ფიქ­სი­რეს.

კომენტარები