სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშები

სეოკ-მა გადაწყვიტა: საქართველო ოლიმპიადაზე გამოვა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქართული დელეგაცია სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს არ გამოუცხადებს. სეოკ-ის ოფისში ჩატარებულ რიგგარეშე სესიაზე, ხმის უფლების მქონე დელეგატებმა არჩევანი ერთსულოვნად დააფიქსირეს.

კენჭისყრის დაწყებამდე, სიტყვით სეოკ-ის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტის რამდენიმე სახეობის ხელმძღვანელები გამოვიდნენ. გამოსვლებში აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, საჭიროა სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა, ქართველ სპორტსმენებს კი აუცილებლად უნდა მიეცეთ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის შანსი.

სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, საკითხისთვის წერტილის დასმა მხოლოდ იმიტომ გაიწელა, რომ 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში საბოლოო პასუხის დაფიქსირების ვადა 7 მაისს იწურება.

კომენტარები