საქართველოს პარლამენტი

ნაფიცი მსაჯულების შესახებ საპროცესო კოდექსის ნორმა ძალაში რჩება

ტაბულა

ნაფიცი მსაფულების სასამართლოსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა ძალაში რჩება. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა არც პრეზიდენტის შენიშვნებს და არც კანონში შესატანი ცვლილებების პირვანდელ რედაქციას. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს მხარი 24-მა დეპუტატმა დაუჭირა, 81 კი წინააღდმეგ მისცა ხმა. 

შესაბამისად, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შეთავაზებული ინიციატივა დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა და მოქმედი ნორმა ძალაში დარჩა.

კომენტარები