საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე პრეზიდენტოს ვეტო 91 ხმით დასძლია. ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ ხმა 22-მა პარლამენტარმა მისცა. პაკეტში წარდგენილ სამივე კანონპროექტს მხარი 91-მა პარლამენტარმა დაუჭირა.ვეტოს დაძლევამდე პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის შენიშნვებს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, თუმცა პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ პრეზიდენტი შემდეგი 7 დღის განამვლობაში ხელს არ მოაწერს კანონს, მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.





