საპრეზიდენტო არჩევნები

კახა კალაძე: საპრეზიდენტო კანდიდატობაზე კოალიციისგან შეთავაზება არ მიმიღია

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის, კა­ხა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტო­ბა­ზე კო­ა­ლი­ცი­ის­გან შე­თა­ვა­ზე­ბა არ მი­უ­ღია. კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად მი­სი და­სა­ხე­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ამავ­დრო­უ­ლად, კა­ლა­ძე აც­ხა­დებს, რომ თუ კან­დი­და­ტო­ბა­ზე შე­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებს, გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. "ამ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ჩემ­თვის რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ასა­კით პა­ტა­რა ვარ და ამას გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. თუ დღეს მეტ­ყვის პრე­მი­ე­რი, რომ სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა უნ­და და­ვი­კა­ვო, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ, სა­დაც გუნდს დავ­ჭირ­დე­ბი, იქ ვიქ­ნე­ბი. მზად ვარ ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თო ქვეყ­ნის და ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ", - გა­ნაც­ხა­და კა­ხა კა­ლა­ძემ.

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის თქმით, იგი პი­რო­ბას იძ­ლე­ვა, რომ გუნდს ღირ­სე­უ­ლი და მი­სა­ღე­ბი კან­დი­და­ტი ეყო­ლე­ბა.

კომენტარები