თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი NBA-ში

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ბრუკლინ ნეტსს ორი მატჩი ჰქონდა დარჩენილი, მეოთხე ადგილს კი გუნდი ვერც მოგების და ვერც წაგების შემთხვევაში ვერ აცდებოდა. ამიტომ ვაშინგტონ ვიზარდის წინააღმდეგ, პიტერ კარლესიმომ შემადგენლობაში ის კალათბურთელები ათამაშა, ვისაც აქამდე ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდათ.

თორნიკე შენგელიამ 25.25 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო. ქართველის ანგარიშზე 11 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ბრუკლინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 106:101 დასრულდა.

მატჩის მიწურულს შენგელიამ ჯონ უოლს დაუფარა, რაც მატჩის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდად იქცა და ჰაილაითებშიც მოხვდა.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს ბრუკლინ ნეტსი 17 აპრილს დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ გამართავს. სავარაუდოდ, შენგელიას თავის გამოჩენის საშუალება ამ შეხვედრაშიც მიეცემა.

კომენტარები