თორნიკე შენგელია

წულუკიანი: შენგელიამ უსამართლო შეურაცხყოფა აიტანა, როცა რუსეთის დროშის ქვეშ იასპარეზა

თორნიკე შენგელიას ძალიან დიდი, არაერთი შეურაცხყოფის ატანა მოუწია უსამართლოდ, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ ეასპარეზა. შემდეგ, როდესაც საქართველოს დასჭირდა და ამ პირობით წავიდა სხვა ქვეყანაში საასპარეზოდ, რომ საქართველოს ნაკრებს არ დააკლდებოდა, სულ რამდენიმე დღის წინ, პირველივე დაძახილზე იყო ნაკრებთან ერთად და, ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ მან პირველ რიგში და ჩვენი ნაკრების სხვა ღირსეულმა წერვრებმა მოიგეს ის მატჩი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ თბილისში უკრაინის წინააღმდეგ. 

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი კალათბურტელ თორნიკე შენგელიაზე, რომელმაც კონტრაქტი მოსკოვის ცსკა-სთან გააფორმა.

კომენტარები