ვენესუელა

ვენესუელა ახალ პრეზიდენტს ირჩევს

ვენესუელაში პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. ჩავესის შემცვლელს ვენესუელის მოსახლეობა ექვსწლიანი ვადით აირჩევს. პრეზიდენტობისთვის შვიდი კანდიდატი იბრძვის, თუმცა პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ოპოზიციის ლიდერი ენრიკე კაპრილესი მთავარი მოწინააღმდეგები არიან.

ზოგიერთი სოციალოგიური გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების მეტი შანსი მადუროს აქვს, რომელიც აპირებს ჩავესის სოციალისტური კურსი გააგრძელოს. კაპრილესის მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები დანაშაულთან ბრძოლა და ინფლაციასთან და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებაა. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მადურო კაპრილესს 10-15 %-ით უსწრებდა წინ.

გუშინ, 13 აპრილის საღამოს, როდესაც პოლიტიკური აგიტაცია უკვე  აკრძალული იყო, მადურომ ჩავესის საფლავი მოინახულა, რის შემდეგაც ოპოზიციამ ის არაკანონიერ ქმედებაში დაადანაშაულა.

ვენესუელაში თითქმის 18,9 მილიონ ამომრჩეველია დარეგისტრირებული. საარჩევნო უბნებზე დილიდანვე შეიმჩნევა ამომრჩევლის მაღალი აქტივობა და გრძელი რიგები.

 

კომენტარები