საპატრიარქოს საიტი

საპატრიარქოს ოფიციალურ საიტს რუსულმა პროვაიდერმა მომსახურება შეუჩერა

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი Patriarchate.ge გათიშულია. გვერდზე შესვლისას, რუსული სერვერის PeterHost-ის განცხადება გვხვდება, სადაც ნათქვამია:

"მოცემული საიტის მომსახურება შეჩერებულია

შესაძლო მიზეზები:

1. ექაუნთის მფლობელმა შეაჩერა მომსახურება

2. მიმდინარე პერიოდის ჰოსტინგის გადასახადს ვადა გაუვიდა 

3. მომხმარებელმა დაარღვია ჰოსტინგის წესები"

 

PeterHost-ს რუსული ვებ-პროვაიდერია, რომელსაც მისამართი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში აქვს მითითებული.

 

კომენტარები