სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 48 პატიმარი დატოვებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, 6 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 48 პატიმარი დატოვებს. მათ შორის არიან ხუთი მძიმე ავადმყოფი და ხუთი ქალი.

შესაბამისი გადაწყვეტილება სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდვმივმოქმედმა კომისიამ მიიღო. სხდომის წევრებმა სულ 300-მდე მსჯავრდებულის საქმე განიხილეს.

 

კომენტარები