ბათუმის ინციდენტი

ვალერიან თელიას მართვის მოწმობა არ აქვს

შს მომსახურების სააგენტოს ცნობაში აღნიშნულია, რომ აჭარის შს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ, ვალერიან თელიაზე მართვის მოწმობა გაცემული არ არის. ამის შესახებ  ინფორმაცია სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

''1979 წლის 7 აპრილს დაბადებულ მოქალაქე ვალერიანე თელიას სახელზე, შს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერული ბაზის მონაცემების მიხედვით, მძღოლის მართვის მოწმობა გაცემული არ არის. ამასთან, დღეის მდგომარეობით, მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არ არის", - ნათქვამია ცნობაში, რომელსაც მომსახურების სააგენტოს ბათუმის განყოფილების უფროსი აწერს ხელს.

შეგახსენებთ, ბათუმში 28 მარტს მომხდარი ინციდენტისას, რომელიც აჭარის შს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ბიუროს თანამშრომელს შორის მოხდა, ვალერიან თელია და როინ ფარტენაძე ავტომანქანებით მოძრაობდნენ.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ინციდენტთან და­კავ­ში­რე­ბით მოკვლევის შედეგები გა­ავ­რცე­ლა. დასკვნის თანახმად, აღნიშნულ ინციდენტში ვალერიან თელიას ბრალეულობა არ იკვეთება.

გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია ბა­თუმ­ში მომ­ხდარ შემთხვევას ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით იკ­ვლევ­და. ერ­თი ეპი­ზო­დი, სა­ია-ს მძღო­ლის რო­ინ ფარ­ტე­ნა­ძის მი­ერ საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას შე­ე­ხე­ბო­და, ხო­ლო მე­ო­რე  - ფარ­ტე­ნა­ძე­სა და თე­ლი­ას შო­რის მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რი­დან ამო­ღე­ბას.  

 

კომენტარები