ბათუმის ინციდენტი

ვალერიან თელია დაურეგისტრირებელ მანქანას მართავდა

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან საია-ს აჭარის ორგანიზაციის იურისტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი, ვალერიან თელია დაურეგისტრირებელ მანქანას მართავდა.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,"მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო სანომრე ნიშნით OHO 523 რეგისტრირებული არ არის".

შეგახსენებთ, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, ვალერიან თელიას არც მართვის მოწმობა აქვს.

 ბათუმში 28 მარტს მომხდარი ინციდენტისას, რომელიც აჭარის შს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ბიუროს თანამშრომელს შორის მოხდა, ვალერიან თელია და როინ ფარტენაძე ავტომანქანებით მოძრაობდნენ.

კომენტარები