შუალედური არჩევნები

კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა

პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დოკუმენტაციის წარდგენის ვადა დღეს, 28 მარტს ამოიწურა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ნაძალადევის საარჩევნო ოლქში 11 კანდიდატი იყრის კენჭს: თამარ კორძაია - ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება; მირზა დავითაია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; გიორგი გუგავა - ლეიბორისტულ პარტია; კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო; გიორგი ლილუაშვილი - მერაბ კოსტავას საზოგადოება; გია ნემსაძე - საქართველოს მშრომელთა საბჭო; ზაზა მეზვრიშვილი - თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა; ხვიჩა ასანიძე – მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის; იოსებ მანჯავიძე – საინიციატივო ჯგუფი; ზურაბ ქადაგიძე - საინიციატივო ჯგუფი; ზვიად ჩიტიშვილი - საინიციატივო ჯგუფი;

ბაღდათის საარჩევნო ოლქში 8 კანდიდატია წარდგენილი – პაატა კიკნაველიძე - ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება; ვლადიმერ წიქორიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; დავით შარაბიძე – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; არჩილ იოსელიანი - საქართველოს მშრომელთა საბჭო; ლაშა თამაზაშვილი - თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა; პაატა ბაკურაძე – მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის; ზურაბ მსხვილიძე - საინიციატივო ჯგუფი; რომან რობაქიძე - საინიციატივო ჯგუფი.

სამტრედიის საარჩევნო ოლქში კი, არჩევნებში მაჟორიტარობის ხუთი კანდიდატია – გიორგი კახიანი - ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება; ემზარ შუბლაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; მორისონ ქობულია -საქართველოს მშრომელთა საბჭო; ბადრი გოგელაშვილი – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა; გოჩა ბაძგარაძე – მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.

შუალედურ არჩევნებში რეგისტრირებული 14 საარჩევნო სუბიექტიდან ხუთს მაჟორიტარობის კანდიდატი არ წარუდგენია - ევროპელ დემოკრატებს, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, სახალხო პარტიას, ქართული დასს და ახალ მემარჯვენეებს.

ცესკო-ს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, კანდიდატების დოკუმენტაციას შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში 2 აპრილს გაატარებს. ამავე დღეს ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით გამოაქვეყნებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში.

პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება.

 

კომენტარები