შუალედური არჩევნები

ნაძალადევში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი თამარ კორძაია იქნება

გავრცელებული ინფორმაციით, ნაძალადევის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი თამარ კორძაია იქნება. კორძაია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორია. თავად კორძაია ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ტაბულამ სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.  

ნაძალადევის რაიონში სხვა კანდიდატებიც იყრიან კენჭს, მათი უმრავლესობა საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს. თუ ვინ იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, უცნობია. 

შეგახსენებთ, დღეს, 25 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნებიდან ბაღდათის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად პაატა კიკნაველიძე იყრის კენჭს. 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე კიკ­ნა­ვე­ლი­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო და­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და - იცავ­და ქარ­თუ ბან­კი­სა და კომ­პა­ნია ბურ­ჯის ინ­ტე­რე­სებს. 

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტი აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­მუ­შა­ოდ გა­და­ვი­და, მა­თი ად­გი­ლე­ბი კი პარ­ლა­მენ­ტში გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ცეს­კო-მ შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი 2013 წლის 27 აპ­რილს და­ნიშ­ნა. არ­ჩევ­ნე­ბი ნა­ძა­ლა­დე­ვის, ბაღ­და­თი­სა და სამ­ტრე­დი­ის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

 ცეს­კო-ში კან­დი­და­ტე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის ვა­და 28 მარტს იწუ­რე­ბა. 

 

კომენტარები