შუალედური არჩევნები

ქართული ოცნების ბაღდათის მაჟორიტარი კანდიდატი პაატა კიკნაველიძე იქნება

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 27 აპრილის პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ქართული ოცნების კოალიციამ მაჟორიტარი კანდიდატები უკვე შეარჩია. ბაღდათში საპარლამენტო მანდატისთვის პაატა კიკნაველიძე იბრძოლებს.  კიკნაველიძის თქმით, მას პარლამენტში საქმიანობის დიდი სურვილი არ ჰქონია, თუმცა მაჟორიტარ კანდიდატობაზე დათანხმდა და პრიორიტეტებიც ჩამოყალიბებული აქვს.

"პრიორიტეტი იქნება საკანონმდებლო საქმიანობა, რაც პირდაპირი ფუნქციაა პარლამენტის წევრის. ასევე, საკუთრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ამაზე კანონპროექტი მომზადებული მქონდა მანამდე, სანამ არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზებას მივიღებდი", - განაცხადა პაატა კიკნაველიძემ. 

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე კიკნაველიძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში მონაწილეობდა - იცავდა ქართუ ბანკისა და კომპანია ბურჯის ინტერესებს. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამუშაოდ გადავიდა, მათი ადგილები კი პარლამენტში გათავისუფლდა. ცესკო-მ შუალედური არჩევნები 2013 წლის 27 აპრილს დანიშნა. არ­ჩევ­ნე­ბი ნა­ძა­ლა­დე­ვის, ბაღ­და­თი­სა და სამ­ტრე­დი­ის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

 ცესკო-ში კანდიდატების დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 28 მარტს იწურება. 

კომენტარები