ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში

მარსაგიშვილმა რუსს სძლია და ფინალში გავიდა

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში, ქართველი დავით მარსაგიშვილი (84) ფინალში გავიდა.

მარსაგიშვილმა  რუს ანზორ ურიშევს ნახევარფინალში სძლია, თუმცა შეხვედრა საკმაოდ სკანდალური გამოდგა. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები ცდილობდნენ მსაჯებზე ზეგავლენა მოეხდინათ და წაგებით განაწყენებულები საჭიდაო ლეიბზე ბოთლებს ისროდნენ. რუსთა ქმედებებს ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივრისგან აგრესია მოჰყვა, თუმცა დაცვამ სიტუაცია განმუხტა.

მარსაგიშვილმა პირველი პერიოდის მოგება გაფრთხილების წყალობით შეძლო, ურიშევი პასიურობისთვის გააფრთხილეს. მეორე პერიოდში დავითმა შესამჩნევი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 4:2 გაიმარჯვა კიდეც.

ფინალში დავით მარსაგიშვილის მეტოქე სომეხი მუსა მურტაზალიევი იქნება.

 

კომენტარები