ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში

ორი ბრინჯაოს შანსი

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს, გენო პეტრიაშვილი (81) უკრაინის სახელით მოასპარეზე ალენ ზასიევთან 0:1 0:3 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანელ ნიკ მატუჰინსა და მოლდოველ ალექსანდრ რომანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 

დავით ხუციშვილი (74) რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის იმ შემთხვევაში იბრძოლებს, თუ ნახევარფინალში გასული რუსი ანიუარ გედუევი კიდევ ერთ შეხვედრას მოიგებს.

 

კომენტარები