ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში

ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა.  - 74 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ დათუნაშვილმა ფინალი რუს რომან ვლასოვთან წააგო - 0:1, 0:2. ბრინჯაოს მედალი გურამ ფერსელიძემ (120) მოიპოვა, რომელიც ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილს დაუპირისპირდა და ორ პერიოდში მოუგო. 84 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ გეგეშიძე ფინალში რუს ალექსეი მიშინთან დამარცხდა. 0:1, 3:0, 0:3 და ქართულ დელეგაციას მეორე ვერცხლის მედალი შეემატა.

სამწუხაროდ წარუმატებლად დაასრულა ასპარეზობა მანუჩარ ცხადაიამ, რომელიც უმედლოდ დარჩა.

კომენტარები